კოგნიტური განვითარების თეორია

კოგნიტური განვითარების თეორია
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორია, რომელიც ეხება გენდერულ-როლური ორიენტაცის ათვისებას. ეფუძნება ჟან პიაჟეს გამოკვლევებს. მან დაადასტურა, რომ ბავშვები გადიან კოგნიტური განვითარების ეტაპებს. გამოკვლევებზე დაყრდნობით, მან აჩვენა, რომ ზოგიერთი კონცეფციის გააზრება ბავშვისათვის შეუძლებელია, სანამ იგი არ მიაღწევს განვითარების გარკვეულ კოგნიტურ ეტაპს. ბავშვის მიერ საკუთარი სქესის გაგებაც იცლება სხვადასხვა ეტაპზე. ლ. კოლბერგის (Kohlberg) კოგნიტური განვითარების კონცეფციის მიხედვით, გენდერული იდენტიფიკაცია და გენდერულ-როლური ორიენტაციების ათვისება არის ბავშვის სოციალური და ფიზიკური სამყაროს აქრიური შექმნის, ჩამოყალიბების (სტრუქტურირების) შედეგი. ბავშვები მუდმივად იკვლევენ გარემოს, ცდილობენ მის გააზრებას და ამ პროცესში ისინი აქტიურად აგებენ ახალ და უფრო რთულ სტრუქტურებს, რომლებიც გარემოსთან კონტაქტის საშუალებას იძლევიან. ამგვარად, ეს თეორია ხაზს უსვამს გარეგანი ფაქტორების როლს სქესობრივ-როლური ორიენტაციის ფორმირებაში. თუმცა ამ ფაქტორების ზეგავლენა განისაზღვრება ბავშვის კოგნიტური სტრუქტურების ფორმირებით. ბავშვები გადიან თავის განვითარებაში სქესთან დაკავშირებული ინფორმაციის ათვისების განსაზღვრულ ეტაპებს და მათ მიერ შეძენილი გამოცდილება სტრუქტურირდება გაგების მისაწვდომი დონის შესაბამისად.
Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Смотреть что такое "კოგნიტური განვითარების თეორია" в других словарях:

  • გენდერული როლის ტრანსცენდენციის სტადიების თეორია — გენდერული როლის ტრანსცენდენციის სტადიების თეორის (Rebecca, Hefner, Oleshancky, Forisha, Sedney) მიხედვით, გენდერულად ტიპირებული ქცევა და აზროვნება განვითარების თვალსაზრისით მხოლოდ შუა სტადიაა. იგი ჩამოყალიბებულია მაგრამ არ არის განვითარების… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»